Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრების განცხადებით, მათ დეტალურად არ განუხილვათ ირლანდიის ფინანსური დახმარების საკითხი


ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც, მონაწილეების განცხადებით, დეტალურად არ განუხილავთ ირლანდიისთვის შესაძლო დახმარების გაწევის საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე დაწვრილებით იმის გამო არ იმსჯელეს, რომ ირლანდიის მთავრობას არ უთხოვია ფინანსური დახმარება. თუმცა, ბელგიის ფინანსთა მინისტრ დიდიე რეინდერსის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის იმოქმედოს, თუ ეს საჭირო იქნება. ბელგიელი მინისტრი, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, უძღვებოდა ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსური საკითხების საბჭოს შეხვედრას. ირლანდია ირწმუნება, რომ მას არ სჭირდება დახმარება, რადგან საკმარისი ფული აქვს მომავალი წლის მეორე ნახევრამდე. ევროკავშირში კი შიშობენ, რომ კრიზისი ვრცელდება დიდი ვალების მქონე რამდენიმე სხვა ქვეყანაზეც, მათ შორის პორტუგალიაზე, რაც დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის საერთო ვალუტას, ევროს.
XS
SM
MD
LG