Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და უკრაინის ენერგოკომპანიები შერწყმამდე ქონების შეფასებას შეუდგნენ


რუსეთის ენერგოგიგანტის - ”გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის ენერგოკომპანიებმა დაიწყეს თავიანთი ქონების შეფასება, რაც მომავალი ერთობლივი საწარმოს საფუძვლად უნდა იქცეს. ეს განცხადება მოსკოვში ”გაზპრომსა” და უკრაინის საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრ იური ბოიკოს შორის მოლაპარაკებებს მოჰყვა. შეგახსენებთ, აპრილში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა ინიციატივა ”გაზპრომისა” და უკრაინის გაზის კომპანია ”ნაფტოგაზის” შერწყმის შესახებ.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG