Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში გაიმართება რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს ბაქოში გაიმართება რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების, დმიტრი მედვედევის და მაჰმუდ აჰმადინეჟადის შეხვედრა, რომლის ფონიცაა ბოლოდროინდელი დაძაბულობა ორმხრივ ურთიერთობაში. შეხვედრა გაიმართება ბაქოში, კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების სამიტის პარალელურად. ირანი ოთხშაბათს გამოვიდა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის აღდგენისაკენ მოწოდებით. საგარეო უწყების პრესმდივანმა, რამინ მეჰმანპარასტმა რუსეთის სახელმწიფო ინგლისურენოვან ტელევიზია Russia Today-ს განუცხადა, რომ "უცხო სახელმწიფოები" ცდილობენ, შეაფერხონა ირანის და რუსეთის გრძელვადიანი თანამშრომლობა. მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობა სექტემბერში გაუარესდა, როცა მოსკოვმა ოფიციალურად გააუქმა ირანისთვის ეს-300 ტიპის რაკეტების მიყიდვის გეგმა. დაძაბულობას იწვევს ირანის ბირთვული პროგრამაც, რომლის გამოც რუსეთი მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG