Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ლიდერი: ბოსნია „შეუქცევადად დაყოფილია“


ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის თანახმად, ბოსნია „შეუქცევადად დაყოფილი“ ქვეყანაა. დოდიკი ამ განცხადებით დეიტონის შეთანხმების მეთხუთმეტე წლისთავზე გამოვიდა. ამ სამშვიდობო შეთანხმებამ 1990-იანების ეთნიკური დაპირისპირება დაასრულა. დოდიკმა სერბიაში გამომავალ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობა „როცა იქნება დაიღლება და გააცნობიერებს, რომ ცდილობს ისეთი რამ გააერთიანოს, რისი გაერთიანებაც შეუძლებელიაო.“ დეიტონში, ოჰაიოში, 1995 წლის 21 ნოემბერს დადებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა 1992-1995 წლებში ბოსნიელ ხორვატებს, მუსულმანებსა და სერბებს შორის მიმდინარე ომი. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა ორ ნაწილად დაიყო - მუსულმან ხორვატთა ფედერაციად და რეპუბლიკა სრპსკად, რომლებსაც საკუთარი მთავრობები ჰყავთ, ერთნმანეთთან კი სუსტი ცენტრალური ინსტიტუტები აკავშირებთ. დოდიკი - ბოსნიელ სერბთა ყოფილი პრემიერ-მინისტრი - მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG