Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, გლდანის საპყრობილეში 6 პატიმარი ტუბზონაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს


ტუბერკულოზით დაავადებული 6 პატიმარი გლდანის საპყრობილიდან ქსნის ე.წ. ტუბზონაში გადაყვანის მოთხოვნით, მერვე დღეა შიმშილობს - ამის შესახებ სააგენტო “პირველს” აცნობა ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისი განცხადებით, მოშიმშილე პატიმრის, ლომთათიძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა ორშაბათს განსაკუთრებით გართულდა და ის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დანარჩენი ხუთის მდგომარეობა კი, მძიმეა და მათ გადაადგილება უჭირთ. ადვოკატის განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის დახურულ სივრცეში ყოფნა დაუშვებელია, ამჟამად მოშიმშილე მსჯავრდებულებს კი, გლდანის საპყრობილის პირობებში გასეირნება დღეში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში უწევთ. გელა ნიკოლაიშვილი უარყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს სათანადოდ ადგილზევე მკურნალობენ.
XS
SM
MD
LG