Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი თავის ტერიტორიაზე გაატარებს ნატოს ჯავშანმანქანებს ავღანეთის მიმართულებით


რუსეთი თავის ტერიტორიაზე გაატარებს ნატოს ჯავშანმანქანებს ავღანეთისაკენ მიმავალ გზაზე, რასაც ტრანზიტის შესახებ გაფართოებული შეთანხმება ითვალისწინებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამის შესახებ განაცხადა მოსკოვში, ავღანელ კოლეგა ზალმაი რასულთან გამართულ შეხვედრაზე. გასული კვირის მიწურულს მოსკოვმა და ნატომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთზე ტრანზიტის უფრო აქტიურად გამოყენებას ავღანეთში დასავლეთის კონტინგენტის მოსამარაგებლად. მაგრამ ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია ახალი შეთანხმების დეტალებზე. არც ის არის ცნობილი, მოსკოვმა გააუქმა თუ არა მოთხოვნა, რომ მის ტერიტორიაზე მარტო არასაბრძოლო აღჭურვილობამ გაიაროს.
XS
SM
MD
LG