Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ინიციატივის თაობაზე განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო


ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული ინიციატივის გამო, რომლის თანახმად, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არასდროს გამოიყენებს, დღეს განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი განმარტებით, პრეზიდენტის განცხადება წარმოადგენს საქართველოს ცალმხრივ, საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებას და შესაბამისი შინაარსის წერილები უახლოეს დღეებში გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ჩაერთოს მაღალი დონის დიალოგში რუსეთთან არსებული პრობლემების მოსაგვარებლად; ასევე - განაგრძოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად და დევნილების ღირსეულად, უსაფრთხოდ დასაბრუნებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ყურადღებით დააკვირდება რუსეთის რეაქციას და დაელოდება საპასუხო ნაბიჯებს როგორც ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდებზე, ასევე, ეუთოს ასტანის სამიტზე და სხვა, მათ შორის, ორმხრივი ფორმატის შეხვედრებზე.
XS
SM
MD
LG