Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი ეროვნული ერთობისკენ მოწოდებით გამოდის


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი დღეს ეროვნული ერთობისაკენ მოწოდებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მას სთხოვა ერაყის მთავრობის შექმნა. პრეზიდენტ ჯალალ თალაბანისაგან ამ დავალების მიღების შემდეგ, ალ-მალიკიმ განაცხადა: „ამოცანა, რომლის შესრულებაც მე დამევალა, იოლი არ არის, განსაკუთრებით ამჟამინდელ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი საყვარელი ქვეყანა, ერაყი იმყოფება. ამ დავალებას მარტო ვერავინ შეასრულებს. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ყველას პოტენციალის მობილიზება მოვახდინოთ წარმატების მისაღწევად და ამ კრიტიკული ვითარებიდან ჩვენი ქვეყნის გამოსაყვანად“. ალ-მალიკის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტისაგან შესაბამისი დავალება მიიღო, 30 დღე აქვს კაბინეტის ფორმირებისთვის. ერაყში 7 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ ვის დაევალებოდა მთავრობის გაძღოლა.
XS
SM
MD
LG