Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აკრიტიკებს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივ წვრთნას


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მიერ დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნას ნახევარკუნძული ”ომის ზღვრამდე” მიჰყავს. ჩინეთიც გამოხატავს შეშფოთებას უახლოეს დღეებში დაგეგმილი წვრთნის გამო. დღეს ჩინეთის და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, იან ცვეჩიმ და ჰილარი კლინტონმა, სატელეფონო საუბარი გამართეს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირების გზებზე. ჩინელმა მინისტრმა თქვა, რომ „მთავარია ვითარება კონტროლის ქვეშ იყოს“ და თავიდან ავიცილოთ ახალი შეიარაღებული ინციდენტები. ამასთან, ”ფრანს-პრესი” სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სამხრეთ კორეაში ჯერ კიდევ არ დაზუსტებულა თავდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა. ყოფილი მინისტრი ხუთშაბათს გადადგა მძაფრი კრიტიკის გამო, რაც სამშაბათს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან თავდასხმაზე სუსტი რეაქციით იყო დასაბუთებული.
XS
SM
MD
LG