Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას ”ეროვნული ფორუმი” არ შეუერთდა


პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების ნაწილი ეკა ბესელიას მეთაურობით, მსვლელობით დაიძრა საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, რომელსაც წარმომადგენლობითი სახალხო კრების არაობიექტურად გაშუქებაში ადანაშაულებენ. მსვლელობას არ შეუერთდა ეროვნული ფორუმი, რომლის ლიდერის, კახა შარტავას, განცხადებით, მიღებულია სახალხო კრების სტრუქტურებში მოხალისეთა ჩაწერის გადაწყვეტილება და ვალდებულნი იყვნენ პარლამენტთან დარჩენილიყვნენ. ეროვნული ფორუმის მხარდამჭერებს შარტავამ ასევე განუმარტა, რომ ფორუმი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, გააგრძელებს, თუ არა წარმომადგენლობით სახალხო კრებასთან ერთად მუშაობას. პარლამენტთან დღეს არ მისულა ”დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
XS
SM
MD
LG