Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა კალათბურთის თამაშის დროს დაშავდა


თეთრი სახლი იუწყება, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას 12 ნაკერი დაადეს ტუჩზე, როცა კალათბურთის თამაშის დროს მას იდაყვი მიარტყეს. თეთრი სახლის წარმომადგენლის რობერტ გიბსის თქმით, ობამა კალათბურთს თამაშობდა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვაშინგტონის მახლობლად სამხედრო ბაზაზე. ნაკერები მას თეთრი სახლის სამედიცინო პუნქტში დაადეს.
XS
SM
MD
LG