Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედროებმა თვითმარქვია თალიბთა მეთაურის ვინაობა იცოდნენ


შეერთებული შტატების სამხედრო ხლემძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ კაცი, რომელიც საკუთარ თავს თალიბთა ლიდერად ასაღებდა და ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული, - თვითმარქვია იყო. ამის თაობაზე შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მალენმა განაცხადა. გენერალმა უარჰყო ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების ინფორმაცია, თითქოს თვითმარქვია ლიდერი ავრანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისაც შეხვდა. ამ კვირაში ნიუ-იორკ ტაიმსში დაიწერა, რომ თვითმარქვია, რომელიც საკუთარ თავს „თალიბების მეორე ნომერს“ უწოდებდა, საიდუმლოდ შეხვდა ჰამიდ კარზაის და მისგან „დიდი ფული მიიღო.“
XS
SM
MD
LG