Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიელები ხარჯების შემცირებას აპროტესტებენ


ათობით ათასი ირლანდიელი აპირებს ბიუჯეტის შემცირების გეგმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოვიდეს დუბლინის ქუჩებში. პროტეტის გამართვის ინიციატორია ირლანდიის პროფესიული კავშირების კონგრესი, რომელიც 832 ათას წევრს აერთიანებს. დემონსტრაციით პროფკავშირები შეეცდება ზეგავლენა მოახდინოს ირლანდიის მთავრობაზე, რომელიც აპირებს რომ ბიუჯეტის ცვლილები პროექტი დასამტკიცებლად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოვენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ოთხწლიანი საკანონმდებლო პაკეტი სამთავრობო ხარჯების 6 მილიარდი ევროთი შემცირებასა და გადასახადების გაზრდას ითავლისწინებს. საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არის ერთადერთი პირობა იმისათვის, რომ ირლანდიამ ევროკავშირისაგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დაპირებული 113 მილიარდიანი სესხი მიიღოს.
XS
SM
MD
LG