Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში გრძელდება საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა


მოლდავეთში კვირას ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად კომუნისტების პარტია უმრავლესობას ვერ მიიღებს. ბიულეტენების 50 პროცენტის დათვლის შედეგად კომუნისტები ხმების 41 პროცენტს აგროვებენ. კომუნისტები მოლდავეთის პარლამენტის 101 ადგილიდან მხოლოდ 44 ადგილს მოიპოვებენ. მმართველი კოალიცია, რომელშიც ლიბერალ-დემოკრატიული, დემოკრატიული და ლიბერალური პარტიები შედიან, სავარაუდოდ 57 ადგილს მიიღებს. 28 ნოემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩენებზე 20 პარტია და 19 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდა.
XS
SM
MD
LG