Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ მარცხი განიცადა ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებში


ეგვიპტეში ოპოზიციის განცხადებით, მისმა კანდიდატებმა მძიმე მარცხი განიცადეს კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, რომლებსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. ეგვიპტეში უდიდესი ოპოზიციური პარტია - „მუსლიმური საძმო“ აცხადებს, რომ მისი 130 კანდიდატიდან არც ერთს არ რგებია საპარლამენტო მანდატი. „მუსლიმური საძმოს“ პრესმდივან აბდელ გალილ ალ-შარნუბის განმარტებით, პარტიის კანდიდატები ან დამარცხდნენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებთან, ან კიდევ არჩევნების მეორე, 5 დეკემბრის ტურში გავიდნენ. ლიბერალური პარტია „ახალი ვაფდიც“ იუწყება, რომ მის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია არჩევნების პირველ ტურში და სულ რამდენიმე გავიდა მეორეში. არჩევნების ოფიციალურ შედეგებს სამშაბათს მოელიან.
XS
SM
MD
LG