Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედაგად დაღუპულებს შორის ერთი ქართველიც არის


პაკისტანის განცხადებით, კვირას კარაჩიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა სატვირთო თივთმფრინავის ეკიპაჟის რვა წევრი. მათ შორის ერთი ქართველი იყო, შვიდი კი -უკრაინელი. „ილიუშინ 76“ ტიპის თვითმფრინავი აფეთქდა სულ რამდენიმე წამში კარაჩის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ. ეკიპაჟის გარდა დაიღუპა აეროპორტის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის პრეს-მდივნის განცხადებით, ილ-76, რომლის ოპერატორი კომპანიაც არის საქართველოში მოქმედი ავიაკომპანია Sunways, აეროპორტის სამხედრო ზონაში აღმართულ, რემონტში მყოფ შენობებს შეეჯახა ცოტა ხანში საწვავით გამართვისა და აფრენის შემდეგ. საქართველოს განცხადებით, თვითმფრინავი ხართუმში მიეშურებოდა 31 ტონა ტვირთით, რომელშიც კარვები და საბნებიც შედიოდა.
XS
SM
MD
LG