Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ აბასი: ”ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებული ისრაელის მოსახლეობა შენელებული მოქმედების ნაღმია”


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებული ისრაელის მოსახლეობა ”შენელებული მოქმედების ნაღმია”, რომელიც შეიძლება ყოველ წუთას აფეთქდეს და საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი დიალოგის მოლოდინს. გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან პან გი მუნთან მიმართვისას, ის ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მშვიდობიანი დიალოგი დაწყების ალბათობა საკმაოდ მცირეა. შეერთებული შტატების ძალისხმევით, ორი თვის წინ განახლებული მოლაპარაკებები პალესტინასა და ისრაელს შორის მალევე შეჩერდა. დიალოგის შეწყვეტის მიზეზი კი ისრაელის მხრიდან მორატორიუმზე უარის თქმა გახდა, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობებს შეაჩერდებდა.

XS
SM
MD
LG