Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი მხარს უჭერს უშიშროების საბჭოს გაფართოებას


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას ახალი წევრებით. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ბან კი-მუნის თქმით, გაეროს წევრებს შორის დომინირებს მოსაზრება, რომ საჭიროა უშიშროების 15-წევრიანი საბჭოს ამჟამინდელი ფორმატის რეფორმა. მანვე უარი თქვა, დაეზუსტებინა, მხარს უჭერს თუ არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, მაგალითად ინდოეთის აღჭურვას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მანდატით, რასაც ბოლოხან მიემხრო შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამამ. ბან კი-მუნის თქმით, მას, როგორც გენერალურ მდივანს და როგორც კერძო პირს სჯერა, რომ "უშიშროების საბჭო უნდა გაფართოვდეს, რათა ასახოს ცვალებადი ვითარება და გაუმკლავდეს 21 საუკუნის ყველა გამოწვევას“. ბან კი-მუნი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ესაუბრა ყაზახეთში, ასტანაში ეუთოს სამიტის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG