ყაზახეთის დედაქალაქში დღეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) სამიტი გაიხსნა. მასში მონაწილეობას 28 ქვეყნის ლიდერები იღებენ. ეს ეუთოს პირველი მსგავსი შეხვედრაა უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში. ორგანიზატორების თქმით, განიხილება მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ყველაზე მწვავე საკითხები. სამიტზე ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
ყველაზე პოპულარული
1