Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა მოსკოვმა მხარი არ დაუჭირს ეუთოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი მხარს არ დაუჭერს ეუთოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს, თუ მასში საუბარი იქნება საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე. ასტანაში, ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ჟენევის დისკუსიას, თუმცა, ზოგიერთი დასავლეთელი კოლეგისგან განსხვავებით, ვერ დაეთანხმება, რომ ეს დისკუსია საქართველოში არსებულ კონფლიქტებს ეძღვნება. ლავროვის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულუფლებიან მონაწილეობას იღებენ, რაც მათი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსს ადასტურებს. ”საუბარი, ადრინდელ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, შეუძლებელია”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG