Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა მოლაპარაკებები გამართა ყირგიზეთში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტომა, ბიშკეკში ვიზიტისას, მოლაპარაკებები გამართა ყირგიზეთის ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევასთან. ყირგიზეთი რეგიონში პირველ საპარლამენტო დემოკრატიად ყალიბდება, აპრილში პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობის შემდეგ. მიმდინარე კვირაში პარლამენტში შეთანხმდნენ კოალიციური მთავრობის შექმნაზე. მაგრამ კვლავინდებურად დაძაბულია ვითარება სამხრეთში, სადაც 29 ნოემბერს შეტაკება მოხდა ისლამისტ მეამბოხეებსა და ყირგიზეთის უშიშროების ძალებს შორის. შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ყირგიზეთში მდებარე მანასის საჰაერო ბაზით სარგებლობს ავღანეთში ტვირთების და სამხედრო მოსამსახურეების ჩასაყვანად. კლინტონი ყირგიზეთში ჩავიდა ყაზახეთიდან, სადაც ეუთოს სამიტს დაესწრო.
XS
SM
MD
LG