Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სამიტზე ჯერაც არ დასრულებულა რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ანუ ეუთოს სამიტის მონაწილეებს ჯერაც არ დასურულებიათ მუშაობა რეზოლუციის ტექსტზე. საქმე ეხება სამოქმედო გეგმას, რომელიც ამ ორგანიზაციის გაძლიერებას ითვალისწინებს. ეუთოს სამიტზე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეკრებილმა ლიდერებმა აღიარეს, რომ ბოლო წლებში ეუთომ დაკარგა ევროპაში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კონფლიქტების პრევენციის და მოგვარების უნარი. მაგრამ დღეს დილას დახურულ კარს მიღმა ხანგრძლივი დისკუსიების მიუხედავად, დელეგატებმა ჯერაც ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას დასკვნით დეკლარაციაზე. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესი დიპლომატებისაგან მიღებულ ცნობებზე დარყდნობით იუწყება, რომ დეკლარაციის მიღებას აყოვნებს ზოგი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უკმაყოფილება უთანხმოების გამომწვევი საკითხებისადმი გამოხატული პოზიციით, რაც, ამ წყაროს მიხედვით, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებსა და მთიან ყარაბაღსაც ეხება. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, რომლის ქვეყანაც ეუთოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, რამდენჯერმე გადადო პრეს-კონფერენცია, რომელზეც უნდა გაკეთდეს განცხადება სამიტის შედეგების შესახებ.
XS
SM
MD
LG