საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ინდოეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს იმსახურებს. ამის შესახებ განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ინდოეთში ვიზიტად ჩავიდა. ადრე, უშიშროების საბჭოში ინდოეთისთვის მუდმივი ადგილის მინიჭებას მიემხრო აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ინდოეთში სარკოზის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ბირთვულ სფეროში თანამშრომლობაა. ის ინდოეთის ხელისუფალთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრ მანჰომან სინხს ამავე დროს მოელაპაკება თავდაცვის და კოსმოსის კვლევის საკითხებზე. ოთხდიღიან ვიზიტისას სარკოზის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ფინანსთა მინისტრები, ასევე საქმიანი წრეების 60 წარმომადგენელი ახლავს.
ყველაზე პოპულარული
1