Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა შეერთებული შტატებისთვის „სასიცოცხლო“ მნიშვნელობის ობიექტების სია


ვებსაიტმა "ვიკილიკსმა" გამოაქვეყნა საიდუმლო სია, რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისათვის „სასიცოცხლო“ მნიშვნელობის ობიექტებს მთელს მსოფლიოში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2009 წლის თებერვალში მოსთხოვა დიპლომატიურ მისიებს ინფრასტრუქტურასთან და მომარაგების წყაროებთან დაკავშირებული იმ ობიექტების სიის შედგენა, რომელთა დაკარგვაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. სია მოიცავს წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებს, საკვანძო საკომუნიკაციო ობიექტებს, პორტებს, მინერალურ რესურსებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. „ვიკილიკსის“ განცხადებით, ის შეუდგა 250 000-მდე დიმპლომატიური შეტყობინების გამოქვეყნებას. მათგან ბევრია მიჩნეული საიდუმლოდ, რის გამოც ინფორმაციის გამოქვეყნებას უკანონო ქმედებად მიიჩნევენ შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG