Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა, იაპონიამ და სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთი კორეის ირგვლივ იმსჯელეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ვაშინგტონში შეხვედრა გამართა თავის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან - სეიჯი მაეჰარასა და კიმ სუნ-უამთან. კლინტონის განცხადებით, ეს ქვეყნები „ჩრდილოეთი კორეის პროვოკაციული ნაბიჯების გამო“ იზიარებენ „ღრმა შეშფოთებას“. ორი კვირის წინ ჩრდილოეთმა კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულზე იერიში მიიტანა. კვირას საღამოს შემდგარ სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამა, ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა ჩრდილოეთ კორეას „მკაფიო შეტყობინება“ გაეგზავნოს, რომ მისი პროვოკაციები „მიუღებელია“.
XS
SM
MD
LG