Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისელები მედიამფლობელებისგან ჯანსაღ დამოკიდებულებას ითხოვენ


ქუთაისი
ქუთაისი
ტელევიზიით ნანახი სიუჟეტები ქუთაისელებისთვის ყოველდღიური განსჯის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მედიამფლობელის ვინაობის ცოდნა და დაფინანსების წყაროს დადგენა იმ ქალაქის მცხოვრებლებისთვის, რომელთა ყველა უბანს მხოლოდ ერთი ადგილობრივი ტელევიზია ფარავს, მოსახლეობის თქმით, რთული არ არის. ჩვენს რესპონდენტებს არა მარტო ადგილობრივი, არამედ ნაციონალური ტელეარხების მიმართაც აქვთ საკუთარი დამოკიდებულება: მათ ორად ყოფენ და ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან მართულებად მიიჩნევენ. მოსახლეობის ნდობით სარგებლობენ ინტერნეტგამოცემები, თუმცა მათზე ხელი ცოტას მიუწვდება.

ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი რადიო თავისუფლებას იმ მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა, რომელიც შეიძლება ხელისუფლებასა და საინიციატივო ჯგუფს შორის მედიაგამჭვირვალობის პროექტზე მუშაობამ გამოიღოს.

მედიამფლობელთა ვინაობასა და ტელევიზიის დაფინანსების წყაროებზე ქუთაისელებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რიონის“ მესაკუთრე და დაფინანსების წყარო მათთვის ცნობილია, თუმცა აცხადებენ, რომ ეს ტელეეკრანიდან მიღებული ინფორმაციებისადმი დამოკიდებულებას არ ცვლის. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მათთვის გადაცემების ხარისხი და შინაარსია მთავარი.
ტელეკომპანია „რიონის“ გენერალურ დირექტორს თამარ ღვინიანიძეს, რომელიც ამავე დროს საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის წევრია, მიაჩნია, რომ რეგიონალური მედიის მფლობელები და დაფინანსების წყაროები ყველასთვის ცნობილია. თამარ ღვინიანიძის თქმით, მედიაგამჭვირვალობის კანონპროექტი აუცილებელი და მისაღებია.

კრიტიკულად განწყობილი ქუთაისელები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ კანონის მიღება ვერაფერს შეცვლის და რომ მედიასაშუალებებმა აუდიტორიისადმი დამოკიდებულება უნდა გააჯანსაღონ.
XS
SM
MD
LG