Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ელჩობის კანდიდატებს შეხვდებიან


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, დღეს ელჩობის კანდიდატებს შეხვდებიან. სხდომაზე დაგეგმილია შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძის კანდიდატურის განხილვა; პოლონეთის რესპუბლიკაში საქართვველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე - ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის; სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე - ალექსანდრე ნალბანდოვის; პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე - გიორგი გორგილაძის; ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე - მამუკა ჟღენტის; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე - თეიმურაზ შარაშენიძის; ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე - არჩილ ძულიაშვილის; შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე - ზურაბ ჭიაბერაშვილის. ელჩების კანდიდატურების განხილვის მიზნით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომა 11:30 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG