Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულთან ორი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა უცხოელი სამხედროების საჰაერო დარტყმის შედეგად


ავღანეთში უცხოელი სამხედროების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ორი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. სამინისტრომ დაგმო ინციდენტი, რომელიც, მისი ინფორმაციით, სამშაბათს ნაშუადღევს მოხდა ქაბულის სამხრეთით მდებარე ლოგარის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში. ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი სამხედრო ძალების პრესმდივანმა ქაბულში განაცხადა, რომ გაგზავნილია ჯგუფი ინციდენტის გამოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG