საქართველოს განცხადებას რამდენიმე აფეთქების მოწყობაში ბრალდებულთა დაკავების და რუსეთის არმიის ოფიცერთან მათი კავშირის შესახებ დღეს ოფიციალური კომენტარით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი შეფასებით, რომ არა ხანდაზმული ქალის დაღუპვის ინფორმაცია, ”თბილისის მიერ დადგმული ახალი შოუ საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის ღიმილის მომგვრელი იქნებოდა.” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარი საქართველოს სპეცსამსახურების არაპროფესიონალიზმს ადასტურებს, თუმცა, ”სააკაშვილის რეჟიმის ბოლო გამოგონილ ამბავს განსაკუთრებით პროვოკაციული შეფერილობა აქვს” და მასში შეინიშნება რუსეთსა და მის წამყვან საერთაშორისო პარტნიორებს შორის უთანხმოების დათესვის მცდელობა. ამავე კომენტარის თანახმად, ჟენევის დისკუსიის ახალი რაუნდის წინ, საქართველოს პრეზიდენტს კვლავ სურს მიიპყროს ყურადღება, როგორც ლიდერმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნიდან, რომელსაც ”რაღაც ბოროტი ძალები” შემდგომ განვითარებაში ხელს უშლიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო უკვე შეეჩვია საქართველოს დედაქალაქიდან შეტყობინებათა ნაკადს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ”რუსი ოკუპანტების” მცდელობათა შესახებ და მსგავსი ისტორიები სულ უფრო ნაკლებად სარწმუნო ხდება.
რუსეთი "თბილისის მიერ დადგმულ მორიგ შოუს" უწოდებს საქართველოს განცხადებას აფეთქებებთან რუსეთის კავშირის შესახებ
ყველაზე პოპულარული
1