Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი მექსიკაში მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე


საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მექსიკაში იმყოფება, დღეს მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ გლობალური დათბობა მთელი კაცობრიობის პრობლემაა და რეაგირებასაც მთელი კაცობრიობისგან მოითხოვს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებათა წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულონ გარდამავალი დემოკრატიის, განვითარებადმა ქვეყნებმა და პატარა რესპუბლიკებმა. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს რამდენიმე, მათ შორის განახლებადი ენერგიის და სამთავრობო ავტომანქანების ელექტრომობილებით შეცვლის ინიციატივაზე. ამავე კონფერენციაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ტრაგიკული სიტუაციაა, რადგან სოჭის ოლიმპიადისთვის მდინარე გუმისთიდან ინერტული მასალების მოპოვებამ მეწყერი და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია, შავ ზღვაში კი, უკანონოდ ხდება ნავთობის მოძიება. პრეზიდენტის თქმით, ოკუპაციის და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო საქართველოს არ შეუძლია მსგავსი აღმაშფოთებელი მოქმედებები შეაჩეროს.
XS
SM
MD
LG