Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტრანსპარენსი ინტერნეიშნელის" თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო ყველაზე წარმატებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში


კორუფციის მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციის, „ტრასპარენსი ინტერნეიშნელის“ თანახმად, მსოფლიოში ოთხი ადამიანიდან ერთს ქრთამი აქვს გადახდილი უკანასკენლი ერთი წლის განმავლობაში. ორგანიზაციის თანახმად, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოქალაქეებიდან ერთი მესამედი იხდის ქრთამს. გამონაკლისია საქართველოს, სადაც ეს მაჩვენებელი 3 %-ს შეადგენს. „ტრანსპარენსი ინეტერნეიშნელის“ თქმით, რუსეთში კორუფციის პრობლემა გაუარესდა. ყველაზე მრავალრიცხოვან ქრთამებს იხდიან ავღანეთის, ინდოეთის, ერაყისა და საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში. აქაური მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქრთამი აქვს გადახდილი გასული წლის განმავლობაში. „ტრანსპარენსი ინტერნეიშნელის“ 2010 წლის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
XS
SM
MD
LG