Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავი ორგანიზაცია: ირანში გაათავისუფლეს ჩაქოლვით სიკვდილმისჯილი ქალი


გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იბრძვის, აცხადებს, რომ ირანმა გაათავისუფლა საქინე მოჰამადი-აშთიანი, რომელსაც ცოლ-ქმრული ღალატისთვის ჩაქოლვით სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. „ფრანცპრესს“ მოჰყავს მინა აჰადის, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის სიტყვები, რომ საქინე მოჰამადი-აშთიანი, ასევე მისი ვაჟი და ადვოკატი, გაათავისუფლეს. აჰადის სიტყვებით, ორგანიზაცია მოელის დამატებით ინფორმაციას, ჩანს, საღამოს ირანის ტელევიზიით ეთერში გავა გადაცემა, რის შემდეგაც უკვე ასი პროცენტით გვეცოდინებაო, უთხა მან სააგენტოს. ირანის ხელისუფლებას აშთიანის განთავისუფლება არ დაუდასტურებია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკო ფრატინი განთავისუფლების ამბავს მიესალმა და განაცხადა, რომ „ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვისთვის დიდებული დღე“.
XS
SM
MD
LG