Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა ერგნეთში


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ თბილისის, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ეუთოდან ბოლატ ნურგალიევი. სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა იმსჯელეს, ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა. უტიაშვილის თქმით, კონკრეტული შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ, თუმცა არსებობს რამდენიმე წინადადება, რომელიც ცხინვალის საპატიმროში მყოფი ადამიანების გათავისუფლების იმედს იძლევა. შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 21 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG