Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის გაზეთებმა ბოდიში მოიხადეს ვითომ „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის


პაკისტანის რამდენიმე წამყვანმა გაზეთმა დღეს ბოდიში მოიხადა პუბლიკაციებისთვის ყალბ ცნობებზე დაყრდნობით, რომლებიც ვითომ „ვიკილიკსის“ მიერ იყო გამოქვეყნებული. ამ ცნობების თანახმად, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დამამცირებლად მოიხსენიებდნენ ინდოეთის ლიდერებს. ხუთშაბათს პაკისტანის საინტერნეტო საინფორმაციო სააგენტომ ინგლისურად, ურდუზე და არაბულად გამოაქვეყნა სტატია გაყალბებული დიპლომატიური ტელეგრამების შესახებ, რომელიც შემდეგ რამდენიმე მედიაორგანიზაციამ გაავრცელა. მოგვიანებით ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ დაადასტურა, რომ პაკისტანში დაბეჭდილ მასალებს არ შეიცავდა „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული ტელეგრამები. „გარდიანის“ თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ვიკილიკსი“ პროპაგანდისტული მიზნებით იქნა ექსპლოატირებული.
XS
SM
MD
LG