Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ოსლოში ჩინელი დისიდენტი ლიუ სიაობო ოფიციალურად დაჯილდოვდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით


დღეს ოსლოში ჩინელი დისიდენტი ლიუ სიაობო ოფიციალურად დაჯილდოვდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით. ის ჩინეთის ციხეში იმყოფება ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით. დაჯილდოების ცერემონიაზე ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, თორბიორნ იაგლანდმა განაცხადა: „ვწუხვართ, რომ ლაურეატი აქ არ არის. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთშია ციხეში. ჩვენთან ყოფნა არ შეუძლიათ არც ლაურეატის ცოლს, ლიუ სიას ან მის უახლოეს ნათესავებს. ამიტომ დღეს არ იქნება გადაცემული მედალი და დიპლომი. უკვე ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჯილდოს მინიჭება აუცილებელი და სწორი იყო. ჩვენ ვულოცავთ ლიუ სიაობოს მშვიდობის დარგში წლევანდელ პრემიას.“ პეკინმა დაჯილდოებას „ფარსი“ უწოდა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კომიტეტმა უკუაგდო პეკინის ბრალდება, რომ კომიტეტი ცდილობს ჩინეთისთვის დასავლური ფასეულობების თავს მოხვევას. ნობელის კომიტეტის თქმით, მისი გადაწყვეტილება „უნივერსალურ ღირებულებებს“ ემყარება. თვრამეტმა ქვეყანამ - მათ შორის რუსეთმა, ყაზახეთმა, ირანმა, ერაყმა, ავღანეთმა და სერბიამ - უარი განაცხადეს საზეიმო ცერემონიაზე საკუთარი წარმომადგენლის გაგზავნაზე.
XS
SM
MD
LG