Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ადამიანების ბედზე ისაუბრეს


ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის, ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ეუთოდან ბოლატ ნურგალიევი. ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა ადმინისტრაციულ საზღვართან ინციდენტების საკითხი, საზღვრის ტრაექტორია და მისი გადაკვეთის პროცედურები. ისაუბრეს აგრეთვე ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ადამიანების ბედზე. კონკრეტული შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევიათ, თუმცა, საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის თქმით, არსებობს რამდენიმე წინადადება, რომელიც ცხინვალის საპატიმროში მყოფი ადამიანების გათავისუფლების იმედს იძლევა. შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 21 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG