Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტ პოლების თანახმად, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის პარტია ლიდერობს


კოსოვოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული ეგზიტ პოლების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის კოსოვოს დემოკრატიული პარტია უსწრებს თავის კონკურენტს, კოსოვოს დემოკრატიულ ლიგას, მას ხმების 31 პროცენტი აქვს. თუკი ეს შედეგები დადასტურდება, ტაჩის სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. ეგზიტ პოლების თანახმად, კოსოვოს დემოკრატიულ ლიგას ხმების 25 პროცენტი აქვს. ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას მერე, რაც კოსოვოს ალბანური მოსახლეობის ლიდერებმა თითქმის სამი წლის წინ ცალმხრივად გამოაცხადეს სერბიისგან დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG