Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ექსტრემისტებმა ყირგიზი მამაკაცი მოკლეს


რუსეთის მილიციის განცხადებით, მოსკოვში დანით მოკლეს მიგრანტი მუშა და დაჭრეს სამი ადამიანი, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქცია და არეულობა ნაციონალისტური ლოზუნგებით. მილიციის ინფორმაციით, 37 წლის ყირგიზი მამაკაცი ქუჩაში დანით მოკლა ახალგაზრდების ჯგუფმა, ხოლო სამი აზერბაიჯანელი მიგრანტი მუშა მძიმედ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და დანით. შაბათს მოსკოვში, კრემლთან მოხდა მილიციასთან ფეხბურთის 5000-მდე გულშემატკივრისა და ულტრანაციონალისტის შეტაკება, რის შემდეგაც უკვე ორი ადამიანი დაიღუპა. ეს არეულობა მოჰყვა საპროტესტო აქციას, რომელიც მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ გულშემატკივრის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩაატარეს. ახალგაზრდა კაცს კავკასიელებთან ჩხუბის დროს ესროლეს.
XS
SM
MD
LG