Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურამ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალი წაუყენა


უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მან თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფალსიფიკაციის გამო ბრალი წაუყენა იური ლუცენკოს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პოლიტიკურ მოკავშირეს. იური ლუცენკო უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის ერთადერთია ყოფილ მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, ვისაც პრაკურატურა დანაშაულში სდებს ბრალს. უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ფლობს. ცოტა ხნის წინ პროკურატურამ თავად იულია ტიმოშენკოც დაკითხა, რომელმაც მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანაში „კუდიანებზე ნადირობა“ დაიწყო.
XS
SM
MD
LG