გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი - პირი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის დიპლომატიის „გიგანტი“ უწოდა. ვაშინგტონში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაიცვალა, 69 წლის ასაკში. აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოდან იღებს სამძიმარს.
რიჩარდ ჰოლბრუკი: დიპლომატის ცხოვრებიდან

1
ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ჰოლბრუკი მანქანაში საუბრობენ მას მერე, რაც ტუჯმანი რაიტ-პატერსონის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე ჩავიდა ბალკანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. 1995 წლის 31 ოქტომბერი.

2
სერბიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ჰოლბრუკი ეგებება რაიტ-პატერსონის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზე, ბალკანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. 1995 წლის 31 ოქტომბერი.

3
რიჩარდ ჰოლბრუკი კოსოვოში ძალადობის შეწყვეტისთვის ბრძოლის მისიის დროს, კოსოვოს განთავისუფლების არმიის უცნობ წევრთან ერთად კგა-ის შტაბბინაში, პრიშტინიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იუნიკში. 1998 წლის 24 ივნისი.

4
ეთნიკურ ალბანელთა ლიდერი იბრაჰიმ რუგოვა (ცენტრში) ხელს ართმევს რიჩარდ ჰოლბრუკს და დიდი ბრიტანეთის ელჩს იუგოსლავიაში, ბრაიან დონელის. პრიშტინა, 1998 წლის 10 ოქტომბერი.

5
რიჩარდ ჰოლბრუკი, იმხანად გაეროში შეერთებული შტატების ელჩი, გენერალურ მდივან კოფი ანანს ეთათბირება უშიშროების საბჭოს სხდომის დროს, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მიეძღვნა. 2000 წლის 26 იანვარი.

6
რიჩარდ ჰოლბრუკი კარავში შედის ადგილნაცვალი პაკისტანელების ოჯახთან შესახვედრად მარდანში, 2009 წლის 4 ივნისს. შეერთებული შტატები ცდილობდა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა პაკისტანელებისთვის, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში არმიის მიერ თალიბების წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის შედეგად.

7
რიჩარდ ჰოლბრუკი ჩადის სვატის ხეობაში, სადაც პაკისტანის არმია სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ. 2010 წლის 14 იანვარი.

8
რიჩარდ ჰოლბრუკი ავღანეთში აშშ-ის ელჩს, კარლ ეიკენბერის ესაუბრება ყანდაარში ვიზიტისას. 2010 წლის 21 ივნისი.

9
რიჩარდ ჰოლბრუკი ქაბულში მოლაპრაკებებს მართავს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან. 2010 წლის 22 ივნისი.

10
ჰოლბრუკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანისთან ერთად ისლამაბადში. 2010 წლის 18 ივლისი.