Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონიმ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი შეინარჩუნა


იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბარლუსკონი, გადაურჩა პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის საკითხზე გამართულ კენჭისყრას და შესძლო პოსტის შენარჩუნება. გამარჯვება მან პარლამენტის ქვედა პალატაში მცირე უპირატესობით მოიპოვა - 314 ხმით 311-ის წინააღმდეგ. მანამდე მან ზედა პალატაშიც შესძლო კენჭისყრის მოგება. ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის ნდობის საკითხი ახლო მოკავშირესთან კონფლიქტის შედეგად დადგა. რომელიმე კენჭისყრის წაგების შემთხვევაში ბერლუსკონის პოსტის დატოვება მოუწევდა. თუმცა ქვედა პალატაში მოპოვებული მცირე უმრავლესობა ბერლუსკონის ქვეყნის ეფექტიანად მართვას გაურთულებს. 74 წლის ბერლუსკონის ძალაუფლება კორუფციასთან და სექსთან დაკავშირებული სკანდალების გამო შესუსტდა. ქვედა პალატაში კენჭისყრა დროებით შეწყდა, პარლამენტარებს შორის შეხლა-შემოხლის გამო. რომის ქუჩებში კი პოლიციამ ბერლუსკონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა.
XS
SM
MD
LG