Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააპატიმრეს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი


უკრაინაში დააპატიმრეს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, გეორგი ფილიპჩუკი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ფილიპჩუკი ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს კაბინეტის მესამე ყოფილი მინისტრია, რომელსაც ბრალი წაუყენეს მას მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ტიმოშენკოს მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი. იულია ტიმოშენკომ განაცხადა დღესვე, რომ გენერალურმა პროკურატურამ მისი მიმართ აღძრა საქმე, „კიოტოს ოქმის“ ჩარჩოში გამოყოფილი ფონდების მითვისების ბრალდებით. ტიმოშენკომ ასევე თქვა, რომ გამომძიებლებს ჯერჯერობით მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
XS
SM
MD
LG