Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკის განაჩენის წაკითხვა გადაიდო 27 დეკემბრამდე


სანავთობო ფირმის, „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი პირის, მიხაილ ხოდორკოვსკის მეორე სასამართლო პროცესზე განაჩენის წაკითხვა გადაიდო 27 დეკემბრისთვის. აქტი დღეისთვის იყო დაგეგმილი. ხოდორკოვსკი საპატიმროშია 2003 წლიდან თაღლითობისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით. ახლანდელი პროცესი უკვე მეორეა. ხოდორკოვსკის მომხრეები თვლიან, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ადანაშაულებენ მთავრობას პოლიტიკური შოუს მოწყობაში იმ მიზნით, რომ პრემიერ პუტინის კრიტიკოსი, ხოდორკოვსკი საპატიმროში დარჩეს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
XS
SM
MD
LG