სამი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი გასულ კვირას მოსკოვში ყირგიზეთის მოქალაქის მკვლელობაში. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის, ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა ვინაობა დადგენილია. ერთ-ერთი მათგანი - 14 წლის მოზარდი დაკავებულია. მარკინის თქმით, მკვლელობა ხულიგნობის ნიადაგზეა ჩადენილი. თუმცა, ”რია ნოვოსტი”, სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მკვლელობის მოტივი, შესაძლოა ეთნიკური სიძულვილიც ყოფილიყო.
ყველაზე პოპულარული
1