Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და პაკისტანმა 35 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებები გააფორმეს


ჩინეთმა და პაკისტანმა დღეს კიდევ 15 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებები გააფორმეს - რაც დაემატა პარასკევს ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი იყო. ხელშეკრულებები პაკისტანში ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ვენ ძიაბაოს მიმდინარე ვიზიტისას გაფორმდა. პაკისტანის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, სულთან აჰმად ჩავლას თქმით, დღეს 18 შეთანხმება შედგა. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის თქმით კი პარასკევს ორმა ქვეყანამ სულ 13 ურთიერთგაგების შეთანხმება და მემორანდუმი გააფორმა და ეს დოკუმენტები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა ენერგეტიკა, რკინიგზა, რეკონსტრუქცია, სოფლის მეურნეობა და კულტურა. ვებ ძიაბაო დღეს პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის შეხვდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბიზნეს-სამიტში და ისლამაბადში ჩინეთის კულტურული ცენტრის გახსნაში. კვირას კი ის პაკისტანის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვა. ვენ ძიაბაო პაკისტანს კვირასვე დატოვებს.
XS
SM
MD
LG