ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, უკვე დამუშავებულია საარჩევნო ბიულეტინების 100 პროცენტი და დადგინდა, რომ 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 79,67 პროცენტი ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო. 2006 წელს ლუკაშენკას მომხრეთა ხმებმა 83 პროცენტი შეადგინა. ოპოზიციის ლიდერებმა გამოცხადებული შედეგების მიმართ პროტესტი გამოხატეს. კვირას მინსკში, დამოუკიდებლობის პროსპექტზე მთავრობის სახლის მიმართულებით მრავალათასიანი მსვლელობა მოეწყო. მილიციამ დააკავა აქციის მონაწილეები. გავრცელდა ცნობა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების დაკავების შესახებ. აქციის დაშლისას დაშავდა ათამდე ჟურნალისტიც.
ყველაზე პოპულარული
1