Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ბელორუსიაში ჩატარებული არჩევნების შეფასებას ნაადრევად მიიჩნევს


საქართველოს მთავრობა ბელორუსიაში კვირას ჩატარებული არჩევნების შეფასებას ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს. ამასთან, თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და დაინტერესებულია არჩევნების დემოკრატიულობით და სამართლიანობით. კალანდაძის თქმით, საქართველოს ბელორუსიასთან კარგი ურთიერთობა აქვს, არსებობს არაერთი საინტერესო გეგმა, მათ შორის ეკონომიკური, ამიტომ თბილისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბელორუსიაში არჩევნების შედეგად შეიქმნას საერთაშორისო, ცივილიზებული თანამეგობრობისთვის მისაღები ვითარება.
XS
SM
MD
LG