ნავთობის გაჟონვიდან და ტყის ხანძრებიდან გამარჯვების დღემდე და მსოფლიო თასამდე - ეს ფოტოები გვიყვება მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავდა 2010 წელს.
2010-ის 50 ფოტოგაელვება
43
WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი 23 ოქტომბერს ლონდონში, პრესასთან შეხვედრისას საუბრობს ორგანიზაციის მიერ აშშ-ის გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებ. ნოემბრის ბოლოს WikiLeaks-მა მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფურორი მოახდინა მას მერე, რაც აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნებას შეუდგა.
Photo by Leon Neal for AFP
Photo by Leon Neal for AFP
44
ერაყის უშიშროების ძალები ბაღდადში, კათოლიკური ეკლესიის წინ 1 ნოემბერს. მანამდე მასზე განხორციელდა სისხლიანი იერიში, რომლისთვის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებულმა დაჯგუფებამ იკისრა. ერაყის უშიშროების ძალების 7 წარმომადგენელი და 46 ქრისტიანი დაიღუპა, როცა უშიშროების ძალები ეკლესიაში შეიჭრნენ ათობით მძევლის გასათავისუფლებლად.
Photo by Sabah Arar by AFP
Photo by Sabah Arar by AFP
45
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სურათებს იღებს საბჭოთა სამხედრო საარტილერიო კოშკურების მახლობლად კუნძულ კუნაშირიზე 1 ნოემბერს. კუნაშირი ერთ-ერთია იმ ოთხი კუნძულიდან, რომლებიც რუსეთში სამხრეთ კურილის კუნძულების, იაპონიაში კი ჩრდილოეთის ტერიტორიების სახელითაა ცნობილი. ამ კუნძულების თაობაზე რუსეთსა და იაპონიას შორის უთანხმოება ექვს ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდება.
Photo by Mikhail Klimentyev for Reuters
Photo by Mikhail Klimentyev for Reuters
46
კომიქსის გმირების ტანსაცმელში გამოწყობილი მემარჯვენე "ჩაის პარტიის" წარმომადგენლები ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ, არჩევნების დღეს, 2 ნოემბერს. არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ ფართო მასშტაბის გამარჯვება მოიპოვა.
Photo by Rod Lamkey for Getty Images/AFP
Photo by Rod Lamkey for Getty Images/AFP
47
მუსულმანი მომლოცველი საუდის არაბეთში, მექაში, ალ-ნურის მთაზე ლოცვისას 9 ნოემბერს. მექას ყოველწლიური მოლოცვა, ჰაჯი, წმინდა მოვალეობაა ყოველი მუსულმანისთვის, ვისაც ხელეწიფება მისი აღსრულება.
Photo by Mohammed Salem for Reuters
Photo by Mohammed Salem for Reuters
48
6 დეკემბერი. ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სრულიად ბელორუსიის ეროვნული ასამბლეის დელეგატების წინაშე გამოსვლისას. 19 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ლუკაშენკო ხელახლა იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად. მილიციამ სასტიკად დაარბია ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები და ათეულობით ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატებიც.
Photo by Maxim Guchek for AFP
Photo by Maxim Guchek for AFP
49
ირანელი ქალი საქინე მოჰამად აშტიანი ირანის ინგლისურენოვანი ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს 9 დეკემბერს. აშტიანის ჩაქოლვით სიკვდილი აქვს მისჯილი ქმრის ღალატისა და მისი მკვლელობის ბრალდებით. აშტიანისთვის გამოტანილმა განაჩენმა ადამიანის უფლებების დამცველთა აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში.
Photo by Reuters/Press TV
Photo by Reuters/Press TV
50
12 დეკემბერი. კოსოვოს პრემიერ-მინიტრ ჰაშიმ ტაჩის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ პრიშტინაში. ეს პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო კოსოვოში მას მერე, რაც მან სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წლის თებერვალში.
Photo by Armend Nimani for AFP
Photo by Armend Nimani for AFP