Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობის ახალი შემადგენლობის გამოცხადება გადაიდო


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ ორი დღით გადადო ახალი მთავრობის შემადგენლობის გამოცხადება. უკანასკნელი ცნობებით, მმართველი კოალიციის წევრებმა ვერ მიაღწიეს თანხმობას იმაზე, თუ ვინ დაიკავებს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების პოსტებს. 25 დეკემბრამდე კაბინეტის შემადგენლობა დასამტკიცებლად უნდა გადაეცეს ერაყის პარლამენტს. 7 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერაყში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. წამყვანმა პარტიებმა და ბლოკებმა მხოლოდ ნოემბერში მოახერხეს თანხმობის მიღწევა კოალიციის შექმნის შესახებ.
XS
SM
MD
LG