Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტი დაასრულა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელმა


თბილისში ვიზიტი დაასრულა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიკ მარტიმ. მისი ვიზიტები ორშაბათს რუსეთში, შემდეგ კი, საქართველოში უკავშირდება 17 იანვარს, პარიზში დანიშნულ საგანგებო მოსმენას, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ დამტკიცებული რეზოლუციების შესრულების საკითხს განიხილავენ. მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს. დიკ მარტიმ თბილისი კომენტარების გარეშე დატოვა. თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განიხილებოდა ევროსაბჭოს რეზოლუციათა აღსრულების საკითხი. მინისტრის განმარტებით, საქართველო მოითხოვს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანას, არამედ ეთნოწმენდის შედეგად საკუთარი სახლებიდან განდევნილი ადამიანების დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG